რევაზ ინანიშვილი - „ლამაზი ცრემლები" (მოთხრობები)
„... დადგებოდა გიორგობისთვე, დაიწყებოდა წვიმები, მერე - ქრისტეშობისთვე. მოიყოლებდა ყინვასა და თოვლს, შეიბუდებოდნენ შინ ადამიანებიც, საქონელიც, გატკბებოდა ცეცხლი, ცეცხლისპირას - მასლაათი. გაიმართებოდნენ წელში მეზღაპრეები, ვისაც არ უნდა მისდგომოდნენ, ყველას უხაროდა მათი სტუმრობა. შეეგებებოდნენ კარშივე, მიიპატიჟებდნენ ბუხართან, დაბალი ტაბლის თავში. დაჯდებოდა მეზღაპრეც, ჩაახველებდა, ყელს ჩაიწმენდდა, მოხალვათდებოდა. დაუსხდებოდნენ წინ ბავშვები".
ვრცლად...
გოდერძი ჩოხელი - „სულეთის კიდობანი" (რომანი, მოთხრობები)
გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული სამყარო ხილულისა და უხილავის, სინამდვილისა და ზღაპრულის, რეალურისა და მითიურის შუა ამოიზარდა, როგორც გაცხადებული საიდუმლო. მას სამყარო გაენდო. ახლა მწერალი თავადვე ცდილობს ამ საიდუმლოს სხვებიც აზიაროს. საოცარი დანდობითა და უბრალოებით ამკვიდრებს ჩვენში შინაგან მზაობას, რათა ვირწმუნოთ უმცირესში უდიდესი, წარმავალში მარადიული ანუ ადამიანში - ღვთაებრივი.
ვრცლად...
გოდერძი ჩოხელი - „შემინახე, დედაო მიწავ!" (მოთხრობები)
„...შენი სხეული ჩემ სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემ ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე. როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ, როცა ჩამოვლევ ჩემ წილ საწუთროს, როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ, როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები, გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე მე. მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა..."
ვრცლად...