ფორმატი - 13.0 X 19.5
გვერდების რაოდენობა - 146
ყდა - რბილი
გამოცემის თარიღი: 2017
ISBN 978-9941-426-89-6
ცხენისკუდებად შეკრული ჟღალი თმის სიფრიფანა ღერი ცალკე რომ აიღო, სულის შებერვასაც ვერ გაუძლებს, თუმცა ქალები სწორედ უმნიშვნელო დეტალებით ახერხებენ წარმოუდგენელს აბედნიერებენ გარშემომყოფებს. მოვლენები წვიმიან, თვეებარეულ და ახირებულ ქალაქ გაიდსიაში ვითარდება. მისი ბინადრების გაცნობის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ გაიდსია ნებისმიერი ქალაქი შეიძლება იყოს. პერსონაჟებს თბილისთანაც უამრავი დეტალი და მოვლენა აკავშირებთ, იქნება ეს წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოთი, პატარა გოგონას სახელი დილა თუ თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები.
საბას ლაურეატი მწერლის მაკა ლდოკონენის მცირე რომანი „ცხენისკუდები დილასთვის“ ტრილოგიის პირველი წიგნია. „როგორ გადავაბრუნოთ პინგვინი“ და „კატა-კაცი“ უახლოეს მომავალში გამოვა. მანამდე კი მკითხველს საკუთარი შთაბეჭდილებებისა თუ სურვილების გაზიარება შეეძლება სპეციალურად ამ წიგნისთვის შექმნილ ფეისბუქ-გვერდზე #ცხენისკუდებიდილასთვის#