ვეფხისტყსაოსნის აღნიშნული ხელნაწერი 1680 წელს ქართლის მეფე გიორგი XI -ის ბრძანებით, მისი მდივნის ბეგთაბეგ თანიაშვილის (მარტიროზაშვილის) მიერ არის გადაწერილი. სწორეს მისი გადამწერის სახელიდან მომდინარეობს ხელნაწერის პირობითი სახელწოდება -,,ბეგთაბეგისეული".
ბეგთაბეგისეული ვეფისტყაოსანის ორიგინალი ხელნაწერი დღეს კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.
ზემოთხსენებული გამოცემა, ორიგინალი ხელნაწერის ზუსტ ასლს წარმოადგენს, რომლის აღდგენაზეც გამომცემლობა ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.
გამოცემა ზუსტად იმეორებს ორიგინალი ხელნაწერის ფორმასა და დიზაინს, შეცვლილია მხოლოდ ყდის ფერი.
წიგნის ფურცელი მიახლოებულია ორიგინალი ხელნაწერისას და აქვს. ე.წ. ,,გახუხული" ფურცლის ეფექტი, რომელიც XVII გამოიყენებოდა.
ვფიქრობთ, ამ გამოცემით, არა მარტო გამომცემლობა ,,ბაკმი" და კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არამედ, სრულიად საქართველო, კიდევ ერთხელ, ღირსეულ პატივს მიაგებს შოთა რუსთაველსა და ,,ვეფხისტყაოსანს"
საგამომცემლო პროექტი - ,,განძი რჩეული"

ფორმატი:43.0 X 30.0
ბეჭდვა: ფერადი
ყდა: ტყავი
ჭრა: ოქრო
გვერდების რაოდენობა:264
გამოცემის თარიღი: 2018 წელი