წიგნს წინათქმად ერთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვები: „როცა ვუყურებთ ჩვენს წარსულს, გაოცებაში მოვდივართ... ამდენ წინააღმდეგობაში ვით შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა თავისი ენა, ქრისტიანული სარწმუნოება და კულტურა...

ჩვენი დღემდე არსებობის და სულიერი სიმტკიცის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შეურყევლად ვიდექით და ვდგავართ ქრისტიანულ ნიადაგზე... ქართველი კაცი დაუსრულებელი ომების დროსაც ახერხებდა ტაძრებისა და მონასტრების შენებას, ჭედდა თავის უბადლო კულტურას... ჩვენ უნდა ვიყოთ გამგრძელებელი იმ დიდი საქმისა, რასაც შეეწირნენ ისინი...“
საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მიერ წიგნი რეკომენდირებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში „მშობლიური ენისა და ლიტერატურის“, „საქართველოს ისტორიისა“ და „რელიგიის ისტორიისა და კულტურის“ შესასწავლად.


კატეგორია: სასულიერო ლიტერატურა
ფორმატი: 17.0X24.5
გვერდების რაოდენობა: 386
ყდა: მაგარი
ბეჭდვა: ფერადი
გამოცემის თარიღი: 2007

ISBN 978-99940-27-28-6