წმიდაი ოთხთავი
გელათის ოთხთავის მინიატურებით
251 მინიატურა, 14 კამარა

 

გელათის ოთხთავი წარმოადგენს ქართული სასულიერო ეროვნული ცნობიერებისა და კულტურის საგანძურს. წიგნის მხატვრული გაფორმება ქართული მინიატურული ხელოვნების იშვიათი ნიმუშია; ამავე დროს პირველი ბეჭდური გამოცემაა ქართულ სინამდვილეში. XII საუკუნეში შექმნილი სახარებისეული სცენები ისეა წარმოდგენილი და გაცოცხლებული, რომ თავად ხდები მოწმე და მონაწილე მოციქულების დროინდელი ამბებისა.
ქართული ოჯახი შეუძლებელია მოიაზრებოდეს გელათის ოთხთავის გარეშე, წიგნი - როგორც სულიერი გზამკვლევი - მარად და ყველგან, სადაც ფასეულია ტრადიცია და ცოცხალია რწმენა.

წინამდებარე გამოცემის ტექსტი მომზადდა ''ახალი აღთქმის'' საქართველოს საპატრიარქოს 1963 წლის გამოცემის მიხედვით. გამოცემა ილუსტრირებულია ''გელათის სახარების'' (XII ს) მინიატურებით. სახარება დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.


დაიბეჭდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით