წიგნს ავტორის მიერ ანოტაციაში წამძღვარებული აქვს ილია ჭავჭავაძის ბრძნული ნააზრევი:
  ,,…მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაასწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, - სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა–და–შიგ ლაქებიანიცაა? რაცა მქონდა, ის მოგართვი. როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე, თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან!

ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს… აბა, ის იქნება ნამდვილი საქებარი მამულისმოყვარე, და არა ის, ვინც მეტის-მეტად დამჟავებული სიყვარულისა გამო, ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების ღვიარება ნახევარი გასწორებაა“.

ფორმატი: 16.0X24.0
გვერდების რაოდენობა: 488
ყდა: მაგარი
გამოცემის თარიღი: 2010
ISBN: 978-99940-27-93-4