ფორმატი - 13.0 X 19.5
გვერდების რაოდენობა - 146
ყდა - რბილი
გამოცემის თარიღი: 2017
ISBN 978-9941-426-89-6

Cxeniskudebi Cover

 

ცხენისკუდებად შეკრული ჟღალი თმის სიფრიფანა ღერი ცალკე რომ აიღო, სულის შებერვასაც ვერ გაუძლებს, თუმცა ქალები სწორედ უმნიშვნელო დეტალებით ახერხებენ წარმოუდგენელს აბედნიერებენ გარშემომყოფებს. მოვლენები წვიმიან, თვეებარეულ და ახირებულ ქალაქ გაიდსიაში ვითარდება. მისი ბინადრების გაცნობის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ გაიდსია ნებისმიერი ქალაქი შეიძლება იყოს. პერსონაჟებს თბილისთანაც უამრავი დეტალი და მოვლენა აკავში­რებთ, იქნება ეს წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოთი, პატარა გოგონას სახელი დილა თუ თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები.
საბას ლაურეატი მწერლის მაკა ლდოკონენის მცირე რო­მანი „ცხენისკუდები დილასთვის“ ტრილოგიის პირველი წიგ­ნია. „როგორ გადავაბრუნოთ პინგვინი“ და „კატა-კაცი“ უახლოეს მომავალში გამოვა. მანამდე კი მკითხველს საკუთარი შთაბეჭდილებებისა თუ სურვილების გაზიარება შეეძ­ლება სპეციალურად ამ წიგნისთვის შექმნილ ფეისბუქ-გვერდზე #ცხენისკუდებიდილასთვის#