პროზა

აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-მუკაფა - წიგნი ქალილასა და დიმნასი

წიგნში გამოყენებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მინიატურები Cover Kilila and Dimna 2016

(12) ხელნაწერიდან „ქილილა და დამანა“

არაბულიდან თარგმნა - განმარტებანი და ბოლოთქმა დაურთო გიორგი ლობჟანიძემ

ვრცლად...

ფრანსუა რაბლე - ”გარგანტუა და პანტაგრუელი”

გამომცემლობა ”ბაკმი” მკითხველს სთავაზობს კიდევ ერთ უიშვიათეს გამოცემას: ფრანსუა რაბლე ”გარგანტუა და პანტაგრუელი” თანამედროვე ცნობილი ქართველი მთარგმნელის გურამ გოგიაშვილის თარგმანის სრულ ქართულ ვერსიას - ხუთწიგნეულს ერთ წიგნად.

ვრცლად...

გურამ ოდიშარია - ოთხი რომანი

გურამ ოდიშარიას წიგნით ”ოთხი რომანი” გამომცემლობა აგრძელებს ლიტერატურული პროექტის - ”ქართული პროზის შედევრები” -ს გამოცემას.

წიგნში შესულია მწერლის ოთხი რომანი: ”შავი ზღვის ოკეანე”, ”პრეზიდენტის კატა”, ”სოხუმში დაბრუნება”, სათვალიანი ბომბი”.

მკითხველისთვის საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რომანები გაფორმებულია ავტორის ილუსტრაციებით.

ვრცლად...

ციალა არდაშელია - სიყვარულის იეროგლიფები

გამომცემლობა ”ბაკმი” მკითხველს სთავაზობს თანამედროვე ქართველი მწერალი ქალის ციალა არდაშელიას მორიგ კრებულს ”სიყვარულის იეროგლიფები”.

წიგნში მკითხველი გაეცნობა მწერლის როგორც ახალ, ასევე გასულ წლებში დაწერილ მოთხრობებს, ნოველებსა და მინიატურებს.

ვრცლად...

გოდერძი ჩოხელი – „ოთხი რომანი”


წიგნში შესულია გოდერძი ჩოხელის ოთხი რომანი: „ადამიანთა სევდა”, „სულეთის კიდობანი”, „წითელი მგელი”, „მღვდლის ცოდვა”,  აგრეთვე ის რჩეული მოთხრობები, რომელთა ერთ წიგნად გამოცემას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ოცნებობდა ავტორი.

ვრცლად...

ლევან სანიკიძე – „უქარქაშო ხმლები”

ლევან სანიკიძე – „უქარქაშო ხმლები” – ტომი I (წიგნი I-II)
ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი.
„ბაკმისეული” გამოცემა წინა გამოცემებისაგან გამოირჩევა უხვი ფოტომასალითა და რუკებით, რომლებიც საგანგებოდ იქნა მოძიებული, როგორც საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სამსახურში, აგრეთვე კერძო პირთა კოლექციაში.

ვრცლად...

ლევან სანიკიძე – „309 ქართული სირცხვილი - 777 ქართული სიქველე”

წიგნს ავტორის მიერ ანოტაციაში წამძღვარებული აქვს ილია ჭავჭავაძის ბრძნული ნააზრევი:
  ,,…მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაასწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, - სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა–და–შიგ ლაქებიანიცაა? რაცა მქონდა, ის მოგართვი. როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე, თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან!

ვრცლად...