წიგნი იწყება გამომცემლობის წინათქმით, სადაც ვკითხულობთ: 

ემზარ კვიტაიშვილი ლექსის დიდოსტატია. მისი შემოქმედება პოეზიის სარკეში არეკლილი მთელი სამყაროა, რომელიც სავსეა ჩვენთვის უცნობი და არნახული სანახავებით...

 

პოეტის ენა მადლიანი ქართულის ჯერაც ხელშეუხები წიაღისეული სიმდიდრეების აღმოჩენითა და სამზეოზე გამოტანით საზრდოობს, ცოცხლობს და აღვაფრთოვანებს.

პოეტის ხმა ისმის იქ, სადაც პოეტობა უზენაესის (სიტყვის), მამულისა და დედა ენის თავდადებულ მსახურებად  - მსხვერპლშეწირვად აღიქმება.

გამოცემის წელი: 2013
ფორმატი: 13,5x19,5
გვერდების რაოდენობა: 406
ყდა: რბილი
ISBN: 978-9941-426-05-6