შავრაძოვანი -2, ავტორის მესამე კრებულია, რომელიც გამომცემლობა ”ბაკმა” გამოსცა. წიგნის წინათქმაში ვკითხულობთ:

”ეს არის ჩვეულებრივი ტრადიციული - ვერსიფიკაციული თვალსაზრისით - პოეტური კრებული. მკითხველი, პირველივე ტაეპიდანვე, გააცნობიერებს  ზემოთქმულის სიმართლეს, და, მაინც, მოუწევს სრულიად ახალი პოეტურ - ლექსემურ სინამდვილესთან მიახლოება - ზიარება.

შეიძლება თამამად ითქვას, ”ბაკმი” მკითხველს წარუდგენს დღემდე - ქართული პოეტური სააზროვნო მეტყველებისათვის - მართლაც სრულიად ახალ და უცნობ პოეზიას, ახალ პოეტურ - სამყაროსეულ სივრცეს - ფიქრით, აზრით, მეტყველებით, ზოგადად მსოფლაღქმით. დანარჩენს მკითხველი თავად განსჯის და გაანალიზებს. სიახლეს ვერც გაექცევი და ვერც დაემალები..."

გამოცემის წელი: 2013
ფორმატი: 13,5x19,0
გვერდების რაოდენობა: 428
ყდა: რბილი
ISBN: 978-9941-426-19-3