ვეფხისტყაოსანი" ქართული სულიერების განძი და ეროვნული ღირსებაა. ამავე დროს, მარადიული საკაცობრიო ფასეულობა. ამიტომ, პოემის ყოველი ახალი გამოცემა, თავისთავად, ღირსსახსოვარი მოვლენაა. ქართველი ერის ეს უპირველესი განძი-საუნჯე უდავოდ იმსახურებს მსოფლიოს მკითხველი საზოგადოების ყურადღებას. წიგნი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინისა და უმაღლესი პოლიგრაფიული ხარიხის ურთიერთშერწყმის იშვიათ ნიმუშს.

შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ახალი, უნიკალური გამოცემა - დღემდე სრულიად უცნობი ორი ქართველი მხატვრის მიერ XIII საუკუნეში შესრულებული საერო აღმოსავლური მინიატურა - ე.წ. წერეთლისეული ნუსხა.
სწორედ ამგვარი წიგნები ხდებიან მომავალში იშვიათნი და საუკუნოვანნი.