პოეზია

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი

vefxistyaosani gashlili new2

 „ვეფხისტყაოსანი“ ქართული ეროვნული კულტურის უპირველესი ძეგლია. XII საუკუნის ლიტერატურული თხზულება განმსაზღვრელი აღმოჩნდა ქართული ცნობიერებისა. 

ავტორი, შოთა რუსთაველი, სიმბოლოა საკაცობრიო მაღალზნეობრივი იდეალების, რომელიც გვერდით უდგას ევროპული რეზონანსის საუკეთესო წარმომადგენლებს.
წარმოდგენილი გამოცემა ყველაზე მდიდრულად შემკული და უხვად ილუსტრირებულია დღემდე არსებულ გამოცემათა შორის.

წიგნი დასურათებულია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურებით (XVII-XVII სს.). სრულად-87.
ტექსტი დაიბეჭდა 1966 წლის საიუბილეო ფამოცემის მიხედვით.
ხელნაწერი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (შ-5006).

ვრცლად...

"ვეფხისტყაოსანი'' - შოთა რუსთაველი

ვეფხისტყაოსანი" ქართული სულიერების განძი და ეროვნული ღირსებაა. ამავე დროს, მარადიული საკაცობრიო ფასეულობა. ამიტომ, პოემის ყოველი ახალი გამოცემა, თავისთავად, ღირსსახსოვარი მოვლენაა. ქართველი ერის ეს უპირველესი განძი-საუნჯე უდავოდ იმსახურებს მსოფლიოს მკითხველი საზოგადოების ყურადღებას. წიგნი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინისა და უმაღლესი პოლიგრაფიული ხარიხის ურთიერთშერწყმის იშვიათ ნიმუშს.

ვრცლად...

უილიამ შექსპირი - „სონეტები"

შექსპირის სონეტები (154 სონეტი), თარგმნილი რევაზ თაბუკაშვილის მიერ. ინგლისურიდან ქართულ ენაზე დღემდე შესრულებული ერთ-ერთი სრულყოფილი და საუკეთესო თარგმანთაგანი. ქართულ ენაზე ამეტყველებულია უდიდესი ინგლისელი დრამატურგის ცხოვრებისეული სიბრძნის სიმფონია და გადმოტანილია ენობრივ-სემანტიკური მუსიკალურობა-ფერადოვნება. ეს თარგმანი მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენაა და განკუთვნილია პოეზიით ჭეშმარიტად მტკბობთათვის.

პოეტების სამეფო - თბილისი ქართულ პოეზიაში

შემდგენელ-რედაქტორი: ემზარ კვიტაიშვილი

წიგნი – პოეზია, წიგნი – მხატვრობა, წიგნი – მუსიკა, წიგნი – ჰარმონია, ერთი შეხედვით, ასეთად შეიძლება შეაფასო ეს მინიატურული წიგნი, სადაც თავმოყრილია ყველა ის პოეტური და ყალმური ქმნილება, რომელიც ქართველ შემოქმედს თბილის-ქალაქზე დაუწერ-დაუყალმებია.

ვრცლად...