საბავშვო ლიტერატურა

ბიბლია ბავშვებისათვის

bblia bavsvebisjpg

გამოცემა ილუსტრირებულია კორნელი კეკელიძის სახელობით ხელნაწერთა ეროცნულ ცენტრში დაცული სხვადასხვა ხელნაწერებიდან: ყანჩაეთის გულანი (ჰ-1452) - 1674 წელი; ქართულ-ბერძნული ხელნაწერი (ოI.58) - XV საუკუნე; გელათის ოთხთავი (ქ-908) - XII საუკუნე; ფსალმუნნი (ჰ-1665) - XIII-XVსს; დაუჯდომელი (ჰ-98) - 1681 წელი; ლიტურგიკული კრებული (ა-733) - XVI საუკუნე; ანჩისხატის გულანი 

(ა-31) - 1681 წელი; გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კრებული (ა-109) - XII საუკუნე; ზატიკი (ა-25) - XV საუკუნე.

ვრცლად...

საოცარი შუქნიშანი

ამ მუსიკალური წიგნის საშუალებით, თქვენს პატარას, შეუძლია თავად მართოს ავტომობილი. ამისათვის საჭიროა შეისწავლოს მოძრაობის წესები  და  საგზაო ნიშნები, რათა თავიდან აიცილოს სახიფათო შემთხვევები. ყველაფერ ამაში კი, დაგეხმარებათ ჩვენი წიგნი.

ვრცლად...

პატარა ექიმი

წიგნი ”პატარა ექიმი” ,  თქვენს პატარას აძლევს შესაძლებლობას  სრულად გაიგოს ბევრი საინტერესო ადამიანის სხეულის შესახებ. დასვას კითხვები და თავადვე გასცეს სწორი პასუხი წიგნზე თანდართული ხმოვანი თერმომეტრის საშუალებით.

ვრცლად...

„ბასტი-ბუბუ“ – პირველი ქართული მუსიკალური წიგნი კარაოკე

„ბასტი-ბუბუ“ –  პირველი ქართული მუსიკალური წიგნი კარაოკე – მიკროფონის თანხლებით

ამ საოცარი წიგნის საშუალებით ქართველ ბავშვებს პირველად ეძლევათ საშუალება, აირჩიონ წიგნში შესული სიმღერა და მიკროფონის საშუალებით თავად შეასრულონ იგი.

ვრცლად...

ბონდო მაცაბერიძე - „ძილის წინ საკითხავი ზღაპრები''

ბონდო მაცაბერიძე - „ძილის წინ საკითხავი ზღაპრები"

მხატვრის მიერ შექმნილი ფერადოვანი ილუსტრაციები კარს უხსნის ყმაწვილებს იმ მშვენიერ ზღაპრულ სამყაროში სამოგზაუროდ, რომელსაც მწერლის მდიდარი ფანტაზია და განუმეორებელი, სრულიად ახალი, ტკბილქართული ენობრივი მეტყველება-სიმფონია განაპირობებს.

ვრცლად...

„სამყარო ჩვენს გარშემო“


ყველაფერი, რაც არსებობს დედამიწაზე – არის სამყარო ჩვენს გარშემო. ხმაურიანი ქალაქი და მხიარული ფერმა, მწვანე ტყეები, სავანეები და ჯუნგლები, ზღვები და ოკეანეები, მთები, პოლუსები... გინდა გაიგო ამ სამყაროზე უფრო მეტი? გადაშალე წიგნი და დააჭირე თითი ხმის ღილაკს. შენ გაიგონებ ცხოველებისა და ბუნების ხმას და აღმოჩნდები დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეებში.

ვრცლად...

„თხა და ვენახი'' - ქართული ხალხური ზღაპარი

ცნობილი ქართული ზღაპარი, განკუთვნილი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. სიახლე?  –  სიახლე, არა ტექსტობრივი, არამედ თანამედროვე მაღალპოლიგრაფიული საგამომცემლო დონითაა განპირობებული, რომელიც სასიკეთოდ წარმართავს ბავშვის მხატვრული ფანტაზიის ჩამოყალიბების პროცესს.

ვრცლად...