წიგნი III – ქართული მითები და ლეგენდები

ეს წიგნი დიდებული საჩუქარია არა მხოლოდ ყმაწვილთათვის, არამედ ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც არ დაუკარგავს აღფრთოვანება და ინტერესი ძველი კულტურისადმი. ენციკლოპედია გამოიცა 3 წიგნად. პირველი ორი წიგნი დაეთმო ძველი სამყაროს მითოლოგიას, მესამე წიგნში წარმოდგენილია ქართული მითები და ლეგენდები.

ძველი ხალხების მითოლოგია მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის მონაპოვარია, ეს ისეთი კულტურული და სულიერი დოვლათია, რომლის მემკვიდრედ ყოველი თანამედროვე ხალხი უნდა თვლიდეს თავს – იგი ყველას თანაბრად ეკუთვნის.
წიგნს 2003 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია

ავტორები: ნანა ტონია (წიგნი I-II) ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ანტიკური მითოლოგია).
ზურაბ კიკნაძე, (წიგნი I-II-III) ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (შუამდინარულ-შუმერული,
ბაბილონური, უგარიტული, ეგვიპტური, ირანული, ინდური, იაპონური, ჩინური მითოლოგიები).

წიგნი III
კატეგორია: შემეცნებითი ლიტერატურა
ფორმატი: 22.5X30.0
გვერდების რაოდენობა: 128 გვერდი
ყდა: მაგარი
ბეჭდვა: ფერადი
გამოცემის თარიღი: 2006
ISBN 99940-27-05-0