ავტორი წიგნის წინათქმაში წერს: „გოდერძი ჩოხელი ქართულ ლიტერატურაში შემოვიდა როგორც დიდებული სიმფონია, რომელშიც მრავალი თემა ჟღერდა და ძალუმად, ყველა ახალი იყო და ყველა ქართული, უაღრესად ეროვნული და უაღრესად საჭირბოროტო...“


გოდერძი ჩოხელი მრავალმხრივი ნიჭის შემოქმედია. ამ წიგნში მხოლოდ მის მხატვრულ პროზაზეა საუბარი, უფრო სწორად, დიდი საუბრის დასაწყისი, რომელიც ჯერ კიდევ წინ არის და თავის მკვლევარებს ელოდება...

ფორმატი: 14.0X21.0
გვერდების რაოდენობა: 240
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2006
ISBN: 978-99940-27-08-5