წიგნში წარმოდგენილია საქართველოს სოფლებში, ნასოფლარებში, დაბებსა და ქალაქებში ათი წლის განმავლობაში მოძიებული ძველი ქართული საფლავის ქვების – ჩვენი მემორიალური კულტურის თვალსაჩინო ძეგლების – 360 ფერადი ფოტოსურათი და დაახლოებით ამდენივე ეპიტაფია;

ნარკვევები საერთო სათაურით: „ვინ იყო ქვათა ამათა მკვეთი“, საფლავის ქვათა „აღკაზმულობის“ (ბარელიეფი, ჰორელიეფი, ლაპიდარული წარწერა...) და ყოფნა-არყოფნის მარადიულ საკითხთა ადამიანის დამოკიდებულებების ამსახველი ნაწყვეტები და ამონარიდები ეროვნული მწერლობის ასამდე ნიმუშიდან, ხალხური პოეზიიდან; შთაბეჭდილებანი გამოფენიდან „შენდობით მომიხსენიეთ“. მსგავსი შინაარსისა და შედგენილობის ნაშრომი ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიო საგამომცემლო სივრცეში.

წიგნს 2007 წელს მიენიჭა პრემია „საბა“ ნომინაციაში: 2007 წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა.

ფორმატი: 21.0X30.0
გვერდების რაოდენობა: 206
ყდა: მაგარი
ბეჭდვა: ფერადი
გამოცემის თარიღი: 2007
ISBN 978-99940-27-34-7