გამომცემლობა „ბაკმი“  თავის პატარა მკითხველს სთავაზობს ბონდო მაცაბერიძის ზღაპრების ახალ წიგნს – „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“.
   წიგნი „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“ საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაარსებულ საბავშო წიგნის II ფესტივალზე გამარჯვებულად გამოცხადდა  ორ ნომინაციაში: საუკეთესო ზღაპრების კრებული“ და საუკეთესო ილუსტრირებული საბავშო წიგნი“.

ბონდო მაცაბერიძე – „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“ – აუდიო დისკის თანხლებით

წიგნის ავტორისეულ ანოტაციაში ვკითხულობთ:
„ჩემო ძალიან, ძალიან საყვარელო, ჯერ მიწას არ აცილებულო, მაგრამ უკვე ძალიან, ძალიან ჭკვიანო, ჩემო ცეროდენა ქართველებო, თქვენთვის ამ ჩემგან, ცხოვრებიდან გადმოზღაპრებულ ცინცხალ-ცინცხალ ამბავთ კი არ მოგიყვებათ, ან კი არ გიამბობთ, არამედ სულ სიტყვა-სიტყვა ჩაგიკაკლავთ, ჩაგიკენჭავთ, ჩაგიწიგნავთ ჩვენი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობი მარლენ ეგუტია.
აბა, დავსხდეთ, ჩემო პატარებო, ყურები დავცქვიტოთ და მოვისმინოთ ჩემი სულ ზიზია და კეწკეწა ზღაპრები, რომლებიც არავის ზღაპრებს არა ჰგვანან მთელს ქვეყანაზე.
მაშ, სმენა იყოს და გაგონება!“


მხატვარი – რუსუდან ყიფიანი
რედაქტორი – რუსუდან მოსიძე
ზღაპრებს კითხულობს – მარლენ ეგუტია (საქართველოს დამსახურებული არტისტი)
მუსიკალური გაფორმება: საქართველოს რადიო – I რადიო FM 102,4
მუსიკალური რედაქტორი – თამარ გამრეკელი
ხმის რეჟისორი – მაია წიწილაშვილი

ფორმატი: 21.5X22.5
გვერდების რაოდენობა: 64
ბეჭდვა: ფერადი
ყდა: მაგარი,
გამოცემის თარიღი: 2010
 
ტირაჟი: 2000 ეგზ.
 
ISBN: 978-99940-27-89-7