გამომცემლობა „ბაკმი" დაარსდა 2000 წელს.

გამომცემლობის დამფუძნებლები არიან ბონდო მაცაბერიძე და რუსუდან მოსიძე.

დამფუძნებლებს 2003 წელს მიენიჭათ საქართველოს სახელმწიფო პრემია.

პრემიები

წიგნი - „ზღაპრები ბექნა ბიჭზე" საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაარსებულ საბავშვო წიგნის II ფესტივალზე 2010 წელს გამარჯვებულად გამოცხადდა ორ ნომინაციაში:
„საუკეთესო ზღაპრების კრებული”,
„საუკეთესო ილუსტრირებული საბავშვო წიგნი”.

წიგნი - „შენდობით მომიხსენიეთ" – 2007 წელს მიენიჭა პრემია „საბა" ნომინაციაში: „წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა".

წიგნი - „სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია" – 2007 წელს მიენიჭა „ვითიბი ბანკ ჯორჯიას" პირველი ხარისხის პრემია -„პარნასი".

წიგნი - „მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის" – 2003 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

ჩვენი მთავარი მიზანია:

ქართული ეროვნული მწერლობის ღირსეული მსახურება.

ყმაწვილი და ახალგაზრდა თაობების მწიგნობრული აღზრდა, ენციკლოპედიურ ცოდნასთან მიახლოება, სწორი ენობრივი მეტყველება და აზროვნების ჩამოყალიბება.

მკითხველი საზოგადოებისადმი მიწოდებული წიგნების მაღალმხატვრული დონე და გამოცემის საერთაშორისო სასტანდარტო ხარისხი.

გამომცემლობის ყველა წიგნი იბეჭდება მხოლოდ საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიგრაფიულ კომბინატებში.