Home

სიახლეები

„ვეფხისტყაოსანი“ – შოთა რუსთაველი

vefxistkaosani

,,ვეფხისტყაოსანი" ქართული სულიერების განძი და ეროვნული ღირსებაა. ამავე დროს, მარადიული საკაცობრიო ფასეულობა. ამიტომ, პოემის ყოველი ახალი გამოცემა, თავისთავად, ღირსსახსოვარი მოვლენაა. ქართველი ერის ეს უპირველესი განძი-საუნჯე უდავოდ იმსახურებს მსოფლიოს მკითხველი საზოგადოების ყურადღებას. წიგნი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინისა და უმაღლესი პოლიგრაფიული ხარიხის ურთიერთშერწყმის იშვიათ ნიმუშს.

საბავშვო ბესტსელერები

 პირველი ქართული საბავშვო წიგნი კარაოკე

დაწვრილებით

„სამყარო ჩვენს გარშემო“

ყველაფერი რაც არსებობს დედამიწაზე _ არის სამყარო ჩვენს გარშემო.
დაწვრილებით...

ბესტსელერები

უილიამ შექსპირი - „სონეტები"

დაწვრილებით

l.sanikidze2ლევან სანიკიძე – „309 ქართული სირცხვილი - 777 ქართული სიქველე

დაწვრილებით
ფსალმუნნი

 ფსალმუნნი

( XIII - XIV სს.) მინიატიურებით.

ამომცემლობა -”ბაკმი”-ს სიახლე!
გამომცემლობა თავის ერთგულ მკითხველს სთავაზობს ახალ გამოცემას: ”ფსალმუნნი” 

ფსალმუნთა წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს გიორგი ათონელის რედაქციას.
გამოცემა ილუსტრირებულია ხელნაწერიდან ”ჯრუჭის ფსალმუნი”
( XIII - XIV სს.) მინიატიურებით.
ეს არის ფსალმუნთა პირველი ფერადი გამოცემა!

სასკოლო ბიბილიოთეკა უმცროსკლასელთათვის

saskolo wignebi

სასკოლო ბიბილიოთეკა უმცროსკლასელთათვის - 20 ტომად!
გამომცემლობა ბაკმი უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის იწყებს კიდევ ერთ მეტად საჭირო სერიალის - ”სასკოლო ბიბლიოთეკა უმცროსკლასელთათვის” გამოცემას.
ჩვენი მიზანია ერთად შევკრიბოთ და ტომეულებად გამოვცეთ ყველა ის ლიტერატურული ნაწარმოებები, რაც ბავშვებისთვის შექმნილა, როგორც უცხოური, ასევე ქართველი კალმოსნების გონიდან.
დღეისთვის გამოიცა და ”ბაკმის” ერთგულ მკითხველს მიეწოდა სერიალის  ორი ტომი:
წიგნი პირველი - მარკ ტვენი - ”ტომ სოიერის თავგადასავალი”,
წიგნი მეორე - ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ- ”ბიძია თომას ქოხი”.
გამოსაცემად მზადდება და უახლოეს დღეებში მკითხველი მიიღებს სერიალის მესამე ტომს: ეტელ ლილიან ვოინიჩი- ”კრაზანა”

სასკოლო ბიბლიოთეკა უმცროსკლასელთათვის - 20 ტომად!

წმიდაი

ოთხთავი

გელათის ოთხთავის მინიატურებით

251 მინიატურა,

14 კამარა

გელათის ოთხთავი წარმოადგენს ქართული სასულიერო ეროვნული ცნობიერებისა და კულტურის საგანძურს. წიგნის მხატვრული გაფორმება ქართული მინიატურული ხელოვნების იშვიათი ნიმუშია; ამავე დროს პირველი ბეჭდური გამოცემაა ქართულ სინამდვილეში. XII საუკუნეში შექმნილი სახარებისეული სცენები ისეა წარმოდგენილი და გაცოცხლებული, რომ თავად ხდები მოწმე და მონაწილე მოციქულების დროინდელი ამბებისა.

ქართული ოჯახი შეუძლებელია მოიაზრებოდეს გელათის ოთხთავის გარეშე, წიგნი - როგორც სულიერი გზამკვლევი - მარად და ყველგან, სადაც ფასეულია ტრადიცია და ცოცხალია რწმენა.

წინამდებარე გამოცემის ტექსტი მომზადდა ''ახალი აღთქმის'' საქართველოს საპატრიარქოს 1963 წლის გამოცემის მიხედვით. გამოცემა ილუსტრირებულია ''გელათის სახარების'' (XII ს) მინიატურებით. სახარება დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

დაიბეჭდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით

სასკოლო ბიბლიოთეკა

28 საუკეთესო წიგნი

© Bakmi Publishing House 2011

webmaster