Home

სიახლეები

„ვეფხისტყაოსანი“ – შოთა რუსთაველი

vefxistkaosani

,,ვეფხისტყაოსანი" ქართული სულიერების განძი და ეროვნული ღირსებაა. ამავე დროს, მარადიული საკაცობრიო ფასეულობა. ამიტომ, პოემის ყოველი ახალი გამოცემა, თავისთავად, ღირსსახსოვარი მოვლენაა. ქართველი ერის ეს უპირველესი განძი-საუნჯე უდავოდ იმსახურებს მსოფლიოს მკითხველი საზოგადოების ყურადღებას. წიგნი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინისა და უმაღლესი პოლიგრაფიული ხარიხის ურთიერთშერწყმის იშვიათ ნიმუშს.

საბავშვო ბესტსელერები

 პირველი ქართული საბავშვო წიგნი კარაოკე

დაწვრილებით

„სამყარო ჩვენს გარშემო“

ყველაფერი რაც არსებობს დედამიწაზე _ არის სამყარო ჩვენს გარშემო.
დაწვრილებით...

ბესტსელერები

უილიამ შექსპირი - „სონეტები"

დაწვრილებით

l.sanikidze2ლევან სანიკიძე – „309 ქართული სირცხვილი - 777 ქართული სიქველე

დაწვრილებით
პატარა ექიმი

წიგნი ”პატარა ექიმი” ,  თქვენს პატარას აძლევს შესაძლებლობას  სრულად გაიგოს ბევრი საინტერესო ადამიანის სხეულის შესახებ. დასვას კითხვები და თავადვე გასცეს სწორი პასუხი წიგნზე თანდართული ხმოვანი თერმომეტრის საშუალებით.

გამოცემის წელი: 2013
ფორმატი 22,0x29.0
გვერდების რაოდენობა: 18
ბეჭდვა: ფერადი - კარდონზე
ყდა: მაგარი - ხმოვანი თერმომეტრითა და მოციმციმე ნათურით
ISBN: 978-9941-426-31-5

 

 
ფსალმუნნი

 

ფსალმუნნი

( XIII - XIV სს.) მინიატიურებით.

გამომცემლობა -„ბაკმის“ სიახლე!

გამომცემლობა თავის ერთგულ მკითხველს
სთავაზობს ახალ გამოცემას: „ფსალმუნნი“ 
წარმოადგენს გიორგი ათონელის რედაქციას.
გამოცემა ილუსტრირებულია ხელნაწერიდან
„ჯრუჭის ფსალმუნი“ ( XIII - XIV სს.) მინიატიურებით.

ეს ფსალმუნთა პირველი ფერადი გამოცემაა!

 

 

biblia1

წმიდაი ოთხთავი
გელათის ოთხთავის მინიატურებით

251 მინიატურა,

14 კამარა

გელათის ოთხთავი წარმოადგენს ქართული სასულიერო ეროვნული ცნობიერებისა და კულტურის საგანძურს. წიგნის მხატვრული გაფორმება ქართული მი ნიატურული ხელოვნების იშვიათი ნიმუშია; ამავე დროს პირველი ბეჭდური გამოცემაა ქართულ სინამდვილეში. XII საუკუნეში შექმნილი სახარებისეული სცენები ისეა წარმოდგენილი და გაცოცხლებული, რომ თავად ხდები მოწმე და მონაწილე მოციქულების დროინდელი ამბებისა.

ქართული ოჯახი შეუძლებელია მოიაზრებოდეს გელათის ოთხთავის გარეშე, წიგნი - როგორც სულიერი გზამკვლევი - მარად და ყველგან, სადაც ფასეულია ტრადიცია და ცოცხალია რწმენა.

წინამდებარე გამოცემის ტექსტი მომზადდა ''ახალი აღთქმის'' საქართველოს საპატრიარქოს 1963 წლის გამოცემის მიხედვით. გამოცემა ილუსტრირებულია ''გელათის სახარების'' (XII ს) მინიატურებით. სახარება დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

დაიბეჭდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით

 

 

სასკოლო ბიბლიოთეკა

28 საუკეთესო წიგნი

სასკოლო ბიბლიოთეკა

bakmi1

პატარებისათვის

© Bakmi Publishing House 2011


webmaster